4 წლის ნინო დედამ ცემით მოკლა


Loading...

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დედა, რომელსაც ბრალად ედებოდა 4 წლის შვილის, ნინოს სიკვდილამდე მიყვანა ცემით. ბრალდებული ასევე დამნაშავედ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ოჯახის წევრის მიმართ. საბოლოოდ, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

“საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულებების ჩადენა”, — ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა