შენგელია ესპანეთის ჩემპიონობოსთვის ბრძოლას გამოეთიშა


Loading...

„ბასკონია“, რომელსაც თორნიკე შენგელია კაპიტნობს, ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 
 1/4-ფინალის პირველი მატჩი ბასკებმა შინ 81:91 წააგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში სტუმრად 69:76 დამარცხდნენ და სერია 0:2 დათმეს. 
შენგელიამ სარაგოსაში ჩატარებული მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 25:49 წუთი გაატარა.
მან 12 ქულა 4 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. 
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხუთიდან 2 ორქულიანი, სამიდან 2 სამქულიანი და ხუთიდან 2 საჯარიმო ჩააგდო. 
მიუხედავად იმისა, რომ „ბასკონია“ წყვილის ფავორიტად მიიჩნეოდა, შემდეგ ეტაპზე „სარაგოსა“ გავიდა. скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა