NBA-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს - ტორონტომ გოლდენ სტეიტი დაამარცხა [VIDEO]


Loading...

NBA-ს ფინალის მეექვსე შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსი'' ,,ტორონტო რეპტორსთან'' 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 110-114 დამარცხდა. კანადელებმა სერია 4-2 დახურეს და NBA-ს ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.
,,ტორონტოს'' კაილი ლოურმა ულიდერა - გამთამაშებელმა 42 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა, 10 ასისტი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 26 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო პასკალ სიაკამის ანგარიშზე. რაც შეეხება კავაი ლეონარდს, ფორვარდმა 41 წუთში 22 ქულას, 6 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
,,უორიორსის'' რიგებში სამმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა - 11 ქულა, 19 მოხსნა, 13 პასი, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება. კლეი ტომპსონმა 30 ქულა მოაგროვა, სტეფ კარიმ კი - 21.
ფინალების MVP-ად კავაი ლეონარდი დასახელდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეორედ მოიპოვა.[media=]скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა