ოფიციალურად: ენტონი დევისი ლეიკერსის კალათბურთელია


Loading...

ენტონი დევისი ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელია. ნიუ ორლეან პელიკანსი ლეიკერსის შეთავაზებას დათანხმდა.
გაცვლის შედეგად პელიკანსმა ლონზო ბოლი, ბრენდონ ინგრამი, ჯოშ ჰარტი და პირველი რაუნდის 3 პიკი მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი პიკი მიმდინარე კვირაში გასამართი დრაფტის მე-4 პიკია.
გასულ სეზონში ენტონი დევისი საშუალოდ 25.9 ქულას, 12 მოხსნას, 3.9 მოხსნას, 2.4 ბლოკსა და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა. ენტონის ლეიკერსში გადასვლას გუნდის ლიდერი, ლებრონ ჯეიმსი, უკვე გამოეხმაურა: „ეს მხოლოდ დასაწყისია“ - წერს ჯეიმსი ინსტაგრამზე.
скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა