ბასკონიას მწვრთნელებმა 17 ქართველი მოზარდი ესპანურ კემპზე მიიწვიეს


Loading...

ბასკონიას” კემპის რჩეულთა ვინაობა ცნობილია. ესპანური კლუბ “ბასკონიადან” მიღებული წერილის საფუძველზე, ის 17 მოთამაშე დასახელდა, რომლებიც 24 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში ამ კლუბის ბაზაზე დაგეგმილ კემპში მიიღებს მონაწილეობას. ესპანეთიდან მიღებულ წერილს ბოლოს გაეცნობით, აქ კი შეგახსენებთ, რომ 3-7 ივნისს ვერის საკალათბურთო დარბაზში ესპანური კლუბის კემპი გაიმართა, რომელშიც 100-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. კემპი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და “სასკი ბასკონიას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უკვე მეხუთედ ჩატარდა.
გთავაზობთ ესპანური კლუბის მიერ გამოგზავნილ წერილს, სადაც ვკითხულობთ:
ქალაქ ვიტორიაში მდებარე კლუბი “სასკი ბასკონია”, რომელიც გახლავთ ACB LIGA-ის და ევროლიგის წევრი, აქვს პატივი, ქვემოთ წარმოდგენილი მოთამაშეები მიიწვიოს CAMPUS INTERNATIONAL 2019 – XI EDITION-ში სამონაწილეოდ, რომელიც 2019 წლის 24 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ვიტორიაში მდებარე ჩვენს ბაზაზე გაიმართება. 
•    ვახტანგ გაჩეჩილაძე
•    ივანე ბაბუნაშვილი
•    საბა გურეშიძე
•    ლუკა ბარაბაძე
•    ელიამ ემინოღლუ
•    დავით ძნელაძე
•    შოთა მაჭავარიანი
•    სანდრო ცომაია
•    რეზო მეშველიანი
•    ნიკა აბულაძე
•    ლუკა მუჯირიშვილი
•    გოგა ბუკია
•    გუკა ცხადაძე
•    ლუკა ისაკაძე
•    საბა შალამბერიძე
•    ლუკა ჯულაყიძე
•    ნიკოლოზ სანაძეскачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა