“ბასკონიას კემპი – 2019” ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში დაიწყო


Loading...

გუშინ, სტარტი აიღო “ბასკონიას” საკალათბურთო კემპმა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანურ კორპორაცია “სასკი ბასკონიას” თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული კემპი 2015 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და წლეულს იგი მეხუთედ იმართება. 
კემპის მონაწილეთა რაოდენობას და ასაკებს ესპანური მხარე განსაზღვრავს და წლეულს მასში დაახლოებით 100 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეთა ასაკი 2004, 2005, 2006 და 2007 წლებში დაბადებულებით განისაზღვრება. “ბასკონიას” კემპი 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ვერის ბაღის საკალათბურთო  სასახლეში გაიმართება.
კემპის მიზანი საუკეთესო, ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელების გამოვლენა და მათზე სამომავლო ზრუნვაა. “ბასკონია” ხელშეკრულების საფუძველზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს ანალოგიურ კემპებს და რჩეულ მოთამაშეებს თავის გამოსაჩენად ესპანეთში, “ბასკონიას” გენერალურ, ინტერნაციონალურ კემპზე იწვევს, რომელიც ზაფხულის თვეებში იმართება. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ საქართველოში გამართული კემპიდან 16 ახალგაზრდას ესპანეთში, “ბასკონიას” გენერალურ კემპზე წაიყვანენ, სადაც უკვე საბოლოოდ გადაწყდება, თუ რომელ მათგანს დაიტოვებენ და გააგრძელებენ მათთან მუშაობას. 
კემპის ჩასატარებლად საქართველოში ყოველწლიურად ჩამოდიან ბასკონიელი სპეციალისტები. წლეულს მათი რაოდენობა 3-ით განისაზღვრება, რომლებსაც კემპის ჩატარებაში ქართველი მწვრთნელები ეხმარებიან. ამჯერად ესპანელ სპეციალისტებს ასისტენტობას გაუწევენ მამუკა ტურაშვილი, ირაკლი მაისურაძე, გიორგი რაზმაძე და ირაკლი ჯანხოთელი.
კემპის მონაწილეებს დაურიგდათ “ბასკონიას” ტექნიკური სპონსორის, ფირმა KELME-ს სპორტული ამუნიცია, რომელიც ესპანელმა სპეციალისტებმა ჩაოიტანეს. ახალგაზრდა მოთამაშეები დაყოფილნი არიან ასაკობრივ ჯგუფებად და მთელი დღის მანძილზე, დადგენილი გრაფიკით ვარჯიშობენ. მათ უმეტესობას აქამდე გამართულ “ბასკონიას” კემპებშიც აქვთ მონაწილეობა მიღებული, თუმცა ისინი ესპანელების მიერ დეტალურ შემოწმებას გადიან. ვარჯიშების გარდა მწვრთნელები დეტალურად ინიშნავებ თითოეული ახალგაზრდის მონაცემებს და მათი განვითარების შესახებ ნათელ წარმოდგენას იქმნიან.
კემპს ესწრება კორპორაცია “სასკი ბასკონიას” აღმასრულებელი დირექტორი ხესუს ვასკესი, რომელიც საქართველოში არაერთხელ ყოფილა და მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან. ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში აქამდე ჩატარებული “ბასკონიას” კემპებიდან ესპანეთში, გენერალურ კემპზე სამონაწილეოდ 70-ამდე ახალგაზრდა იქნა წაყვანილი, საიდანაც 10-ამდე მათგანი “ბასკონიაში” დარჩა და მთელი სეზონის მანძილზე ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა