20-წლამდელები სლოვენიასთან დამარცხდნენ


Loading...

სლოვენიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 7 ქულის სხვაობით – 64:71 დამარცხდა.
მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძლებს მესამე და მეოთხე პერიოდები შესაბამისად 19:15 და 17:11 მოუგო, თუმცა პირველი ნახევარი ჰქონდა 17 ქულით წაგებული და დანაკლისი ვეღარ აღმოფხვრა.
თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და მთავარი ახალი მწვრთნელისთვის დასახული გეგმების განხორციელება, გუნდის სათანადო კონდიციაში მოყვანაა. ამ მხრივ სლოვენიის 20-წლამდელთა ნაკრებთან მატჩს დადებითი შედეგი ჰქონდა. 
საქართველომ მეტოქეს მოხსნებში აჯობა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი სლოვენიელებზე 12-ით მეტჯერ მოხსნა. მასპინძლებმა ქართველებს შედეგიან გადაცემებში, საჯარიმო სროლებში და 3 სამქულიანით აჯობეს.
ჩვენს ნაკრებში 10-ქულიანი ბარიერი ნიკა მეცხვარიშვილმა დაძლია, რომელმაც 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. რატი ანდრონიკაშვილმა 9 ქულა დააგროვა, ზაურ ჯანელიძემ კი შეხვედრა 7 ქულით დაასრულა. 
შემდეგ სპარინგ მატჩს ქართველები სლოვენიის 18-წლამდელთა ნაკრებთან გამართავენ. შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტუში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა