ორი „ქართული“ გოლი უზბეკეთში


Loading...

უზბეკეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ორი „ქართული“ გოლი გავიდა. 
„ქიზილქუმი“ თავის მოედანზე „სოგდიანას“ დაუპირისპირდა და მატჩი 1:1 დასრულდა. 
სტუმრები მე-8 წუთზე ნახევარმცველმა კახა მახარაძემ დააწინაურა, რომელმაც მეტოქის კარი თავით აიღო და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-11 მატჩი მეორე გოლი გაიტანა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-60 წუთზე გაათანაბრეს, როდესაც შუახაზელმა ელგუჯა გრიგალაშვილმა პენალტი ზუსტად გამოიყენა. მან ამ სეზონში სუპერლგაში 11 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.„სოგდიანა“ 16 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ქიზილქუმი“ 11 ქულით - მეათეა. 

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ფახთაქორმა“ ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. 
ტაშკენტელებმა სტუმრად „ბუხოროს“ 5:0 აჯობეს და 29 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. არველაძის შეგირდები უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 5 ქულით ლიდერობენ. 
 скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა