ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და რა პირობა შეუსრულა ქმარს გამარჯვების შემდეგ (VIDEO)


Loading...


სამბისტი ნინო ოძელაშვილი 23 მარტს მოსკოვში გამართულ სამბოს მსოფლიო თასის “ხარლპამიევის მემორიალურ” ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში ბელორუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი 2018 წელს გახდა.
ნინომ მოფლიოს ჩემპიონატი რომ მოიგო, ქმრისთვის მიცემული პირობა შეასრულა და გამარჯვების აღსანიშნავად ცეკვა შეასრულა…
“ცეკვა მოყვარულის დონეზე ვიცი და ძალიან მიყვარს. ევროპის ჩემპიონატზე რომ მივდიოდი, მეუღლემ მითხრა, თუ გაიმარჯვებ, იცეკვეო. მეც დავპირდი, რომ აუცილებლად ვიცეკვებდი და პირნათლად შევუსრულე პირობა. გიორგი სულ გვერდში მიდგას. ყოველ დილით ჩემთან ერთად დარბის. პირველად კიმონო მაჩუქა და ბევრი წარმატება მომიტანა მისმა საჩუქარმა. სპორტის მინისტრმა იხუმრა, ჭიდაობა არა, მაგრამ ცეკვა დასახვეწი გაქვსო. ამაზე ბევრი ვიხალისე.” – ამბობს ნინო.[media=]
скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა