ზედიზედ მეორედ - ტალახაძე წლის საუკეთესო ძალოსანია


Loading...

ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა.
ქართველმა ძალოსანმა ირანელ სოჰრამბორადსა და ინდონელ ეკო იული ირავანის აჯობა. 
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ დღევანდელი დღისთვის და აქ მობრძანებისთვის. მადლობა, ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც თითოეული ხმა მოგვცა. ეს დამეხმარა და მომაპოვებინა საუკეთესო ძალოსნის ტიტული. 
ყველა მოგებულ ტიტულთან ერთად ამ ტიტულის მოპოვება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ეს არის სტიმული იმისათვის, რომ სამომავლოდაც გაგახაროთ და უფრო მეტი წარმატება მოვუტანო ჩვენს ქვეყანას. 
მეამაყება, რომ ვვარჯიშობ ისეთ გუნდთან ერთად, რომელსაც უამრავი წარმატება აქვს. დიდი მადლობა სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. პირობას ვდებთ, რომ ჩვენ ქვეყანას სამომავლოდაც ბევრ წარმატებას მოვუტანთ.“ - განაცხადა ტალახაძემ.
ქალებს შორის საუკეთესო ლიდია ვალენტინი გახდა. скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა