საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩინეთის გრან პრიზე 2 მედალი მოიპოვა


Loading...

ჩინეთმა ძიუდოს გრან პრის უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმაც მიიღო.
აზიურ ტატამზე, 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და საბოლოო ჯამში, ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი პაპუნაშვილმა (-90 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) მოახერხეს. სამწუხაროდ, უმედლოდ ვალერი იაშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი (ორივე 81 კგ) და უშანგი მარგიანი (-90 კგ) დარჩნენ.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა