ტოჩინოშინი: "საქართველოში რაგბი ძალიან უყვართ"


Loading...

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იაპონიის ერთ-ერთ გამოცემასთან ქართულ რაგბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური სპორტია.
"ჩემი ბავშვობის პერიოდში, საქართველოში რაგბის პოპულარობა თანდათანობით იზრდებოდა. ახლა კი, ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია და ქართველებს რაგბი ძალიან უყვართ."
"საქართველოში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა. იქ ყოფნის პერიოდში, რაგბს ხშირად ვთამაშობდით თოვლში - ეს ვარჯიშის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო" - განაცხადა ტოჩინოშინმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასს იაპონია უმასპინძლებს. ტურნირი 20 სექტემბრიდან - 2 ნოემბრამდე გაიმართება, ხოლო საქართველოს ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ავსტრალიას, უელსს, ფიჯის და ურუგვაის დაუპირისპირდება.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა