გორის დილას მეკარე გრანადაში ითამაშებს


Loading...

მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში  დაბრუნებულ გრანადაში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელმა, გორის დილამ და თავად, ქართველმა ლეგიონერმა:
„გორის დილასთან საიჯარო ხელშეკურლება ამომეწურა და კარიერას ესპანურ გრანადაში გავაგრძელებ, მადლობა მინდა გადავუხადო გორის დილას რომ მენდობოდნენ და შანსი მომცეს თავის წარმოჩენის. მადლობა ყველას, სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და კლუბის გულშემატკივრებს. ყოველთვის მემახსოვრებით!
წინ დიდი გამოწვევებისკენ!"
შეგახსენებთ, რომ ლუკა გუგეშაშვილს კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა, ლუკას სატანსფერო უფლებები კი პოლონურ კლუბ იაგელონიას ეკუთვნის, რომელმაც თავის მხრივ ქართველი ფეხბურთელი ესპანურ გრანადაში გაანათხოვრა.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა