რაბიო იუვენტუსში სამედიცინო შემოწმებას პირველ ივლისს გაივლის


Loading...

,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო კარიერას, დიდი ალბათობით, ტურინის ,,იუვენტუსში'' გააგრძელებს.
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას პირველ ივლისს გაივლის, შემდეგ კი ,,ბებერ ქალბატონებთან'' 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
რაბიოს ,,პსჟ-სთან'' ხელშეკრულება დღეს, 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი რამდენიმეჯერ თქვა. ფრანგის გადაბირებით ,,ბარსელონა'', ,,ბაიერნი'' და ,,ტოტენჰემი'' ინტერესდებოდნენ.
რაბიომ გასულ სეზონში ,,პსჟ-ს'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა