ზლატანი: ,,იმაზე მეტი ტიტული მაქვს მოგებული, ვიდრე მთელ MLS-ს''


Loading...

,,ლოს ანჯელეს გელექსის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, განაცხადა, რომ MLS-ში დასასვენებლად არ გადასულა:
,,ამერიკაში გადმოვედი, რადგან უკვე ბევრი ტიტული მოვიგე. აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ დასვენება მოვიწყო. ასეთი ვარ, 33 ტიტული მაქვს მოგებული, ალბათ, იმაზე მეტი ვიდრე მთელ MLS-ს.'' - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს As-ი ციტირებს.
იბრაჰიმოვიჩი ,,ლოს ანჯელეს გელექსში'' 2018 წელს გადავიდა. შვედი ფორვარდი სხვადასხვა დროს ,,მალმიოში'', ,,აიაქსში'', ,,იუვენტუსში'', ,,ინტერში'', ,,ბარსელონაში'', ,,მილანში'', ,,პსჟ-სა'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ცნობილი გახდა, რომ ზლატანი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისი ხელფასი წელიწადში 7.2 მილიონი დოლარია.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა