გვარდიოლა: ,,ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვისურვებდი, მაგრამ პრემიერლიგა პრიორიტეტულია''


Loading...

,,მანჩსტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული პრემიერლიგის მოგებაა:
,,სეზონებს ძალიან დაღლილი ვამთავრებ, მაგრამ, როცა ტიტულებს იგებ, დაღლა უფრო ადვილი გადასატანია. მოგება მეტ ენერგიას გმატებს, ამ მხრივ ჩემპიონატი უკონკურენტოა. ამიტომ, როცა ჩემზე ამბობენ - ,,მას ხომ ჯერ ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია,'' - მე ვპასუხობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვისურვებდი, მაგრამ ჩემპიონატი არის ის, რაც ფეხბურთელებს უბიძგებს გამოგყვნენ, რადგან აქ გვაქვს შესაძლებლობა ყოველ სამ დღეში მოვიგოთ. თუმცა, თუ მარცხდები, მოთამაშეები შენდამი ნდობას კარგავენ. ჩემპიონატი ყველაფრის განმსაზღვრელია, სწორედ ამიტომაა შიდაპირველობა ჩემთვის პრიორიტეტული.
ინგლისის ჩემპიონობა ძალიან რთულია. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში პრემიერლიგაში გუნდმა ტიტული პირველად დაიცვა. ,,ბარსელონა'' კი ამას მუდმივად აკეთებს. მაგალითად, ,,ლივერპულს'' პრემიერლიგა 30 წელია არ მოუგია, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რისი გაკეთება შეეძლო ამ გუნდს გასულ სეზონში.'' - გვარდიოლას სიტყვებს Diari Ara ციტირებს.
გასულ სეზონში ,,მანჩესტერ სიტიმ'' გვარდიოლას ხელმძღვანელობით ინგლისის პრემიერლიგის, თასისა და ლიგის თასის მოგება შეძლო.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა