გვარდიოლა: ,,არ ვიცი, იქნება თუ არა ნეიმარი ისევ ისეთი ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ''


Loading...

,,მანჩსტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ნეიმარის ,,ბარსელონაში'' შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:
,,ნეიმარი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ, არ ვიცი...იქნება ყველაფერი ისევ ისე, როგორც ადრე იყო? პირადად მე უკვე ის აღარ ვარ, ვინც ადრე ვიყავი, ამიტომ, არ ვიცი, როგორი იქნება ნეიმარი. 
თუმცა, ერთის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია - ის ძალიან კარგი მოთამაშეა და ამაში ეჭვი არავის არ ეპარება.'' - გვარდიოლას სიტყვებს A bola ციტირებს.
ნეიმარი ,,პარი სენ ჟერმენში'' 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ლიგა 1-ში პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელს ,,პსჟ-სთან'' კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა