სერია ა დრამატულად დასრულდა - ჩემპიონთა ლიგაზე ინტერი და ატალანტა გავიდნენ [VIDEO]


Loading...

დასრულდა იტალიის სერია ა-ს წლევანდელი სეზონის ბოლო ტური, რომელიც დრამატული გამოდგა და საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერი" და "ატალანტა" გავიდნენ.
ბერგამოელებმა საკუთარ კედლებში "სასუოლო" მიიღეს და მეტოქე მარტივად, 3-1 დაამარცხეს. "ატალანტას" მხრიდან ზაპატამ, გომესმა და პასალიჩმა გაიტანეს, ხოლო "სასულოდან" თავი ბერარდიმ გამოიჩინა.
თავისი შეხვედრა "მილანმა" მოიგო. "როსონერი" გასვლაზე "სპალს" დაუპირისპირდა და 3-2 იმარჯვა. მილანელთა მხრიდან დუბლი კესიმ გაიფორმა, ხოლო ერთი გოლი ჩალჰანოღლუმ გაიტანა. "სპალიდან" კი მეტოქის კარი ვიჩანიმ და ფარესმა აიღეს.
ჩემპიონთა ლიგის საგზური "ინტერმა" დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა. "ნერაძური" 51-ე წუთზე ბალდემ დააწინაურა, თუმცა 76-ე წუთზე ტრაორემ ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი კი 81-ე წუთზე ნაინგოლანმა გაიტანა და "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.[media=]
[media=]скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა