ასტონ ვილა პრემიერლიგაში დაბრუნდა - ბირმინგემელებმა ლამპარდის დერბი დაამარცხეს [VIDEO]


Loading...

ნორვიჩთან და შეფილდ იუნაიტედთან ერთად მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში ასტონ ვილაც ითამაშებს. ბირმინგემულმა გუნდმა პლეიოფის ფინალში ფრენკ ლამპარდის დერბის 2-1 მოუგო.
ანგარიში ასტონ ვილამ 44-ე წუთზე გახსნა. თავი ანვარ ელ-გაზიმ გაიტანა. ჯონ მაკგინმა შეხვედრის 59-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე მარტინ ვეგჰორნმა დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა, დერბიმ მეტის გატანა ვერ შეძლო.
საინტერესოა, რომ მომდევნო სეზონი ასტონ ვილასთვის ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 106-ე იქნება. ამ შედეგით ბირმინგემულმა გუნდმა ლივერპულს გადაასწრო და მხოლოდ ევერტონს (117) ჩამორჩება.[media=]скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა