შემზარავი ავარია ხობში - გარდაცვლილია პატარა გოგონა


Loading...

ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარა ფოთში მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთი არასრულწლოვანი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


http://www.newposts.geскачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა