"ლუკას ჩემთან უნდოდა, ლუკა ტიროდა რეანიმაციაში, მე ეს ვნახე გთხოვთ..." - 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის დედა საზოგადოებას უკანასკნელი თხოვნით მიმართავს


Loading...

16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძის დედა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს. ბელა ჯმუხაძე სრულიად საქართველოს სთხოვს, რომ დღეს ღამით ლუკასთვის ილოცონ, მისთვის თუნდაც, ერთი სანთელი დაანთონ.
"სრულიად საქართველოს,ჩემი უკანასკნელი სათხოვარი!
გაავრცელეთ...
საღამომდე დრო გვაქვს
მე მჯერა. საღი გონებით და აბსოლიტური გაცნობიერებით გთხოვთ!
ამ ერთხელაც გამიწიეთ დახმარება
დღეს ღამით..
მარტო მე...
მივდივარ და ვათენებ ღვთისმშობლის სახელობის მრავალსაუკუნოვან...
XV/XVI ტაძარში.
ვიცი,რომ არ არის შეუძლებელი...
ვიცი,რომ თუ უფალი ღირსად ჩამთვლის...
ვიცი,რომ არაერთხელ მომხდარა და ეს ყველამ ვიცით....
უნდა შევევედრო უფალს..ღმერთს...ღვთისმშობელს და ყველა წმინდანს...
ლუკა დაგვიბრუნოს ბედნიერი...
ლუკას ჩემთან უნდოდა
ლუკა ტიროდა რეანიმაციაში,მე ეს ვნახე
გთხოვთ...
ვისაც გჯერათ და არ გჯერათ!!!!
უკანასკნელად,მხოლოდ ერთი რამე გააკეთეთ ჩემთვის და ლუკასთვის...
დღეს ღამით,სანთელი აგვინდეთ და ღმერთს შეევედრეთ მომისმინოს....
დანარჩენს მე გავაკეთებ....
დანარჩენს მე ვიტვირთავ...
ვცადოთ,იქნებ მოვახდინოთ სასწაული
ამ სასწაულის შემდეგ,მარტო მე არა....
საქართველოშიც გამყარდება რწმენა....
ვცადოთ გემუდარებით,ნუ დამიტოვებთ დარდად ამ სათხოვარს...იქნებ გვეცადაო
გაავრცელეთ ჩემი ხათრით,თუნდაც გეგონოთ,რომ ახლა არარეალურად ვაზროვნებ" - წერს 16 წლის ბიჭის დედა.

скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა