სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო



ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლო განხილვა 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობდა, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. მაშინ, ერთ-ერთ ავტომობილს სწორედ კვირიკაშვილი მართავდა და მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, 35 წლის მორაგბეს 15 ათას ლარიანი გირაო გაუუქმდა. ასევე, ყადაღა მოეხსნება მის კუთვნივ ბინას და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელსაც შემთხვევის დღეს მართავდა.
წყარო: 1tv.geскачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა