თქვენი სარეკლამო ადგილი

შუმახერის ექიმი: "მიხაელი ბევრს იტირებს, როცა გაიგებს, რომ..."

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული გერმანელი მრბოლელი, მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა. დღეს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი ცნობები გაჟღერდა.

ფრანგი ნეიროქირურგის, მატილდე ლეონარდის განცხადებით, შუმახერის მდგომარეობა თანდათან უფრო უმჯობესდება.

"მისი მდგომარეობა უკეთესია. ის თავის მოტრიალებას შეძლებს და ასევე ტირილს. ბევრს იტირებს, როცა გაიგებს, რაც მოხდა". - აცხადებს ლეონარდი.

შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი კომიდან გამოვისვლის შემდეგ უკეთესად ხდება, თუმცა, მას ჯერ კიდევ არ აქვს კლინიკის დატოვების უფლება.

შეგახსენებთ, რომ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს, ფრანგულ ალპებში სრიალის დროს დაეცა და ქვას დაარტყა თავი, რის შემდგომაც იგი დიდი ხნის მანძილზე კომაში იყო.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა