მეორედ ისტორიაში - ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია


Loading...

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის, ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 95-75 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო.
სკარიოლოს გუნდს რიკი რუბიომ ულიდერა, გამთამაშებელმა არასრულ 23 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი მოაგროვა. 14 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა იყო მარკ გასოლის ანგარიშზე.
არგენტინელთა შემადგენლობაში კი 24 ქულით გაბრიელ დეკი გამოირჩა. 11 ქულას, 8 შედეგიან გადაცემასა და 4 ჩაჭრას მოუყარა თავი ფაკუნდო კამპასომ.
ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონები ისტორიაში მეორედ გახდნენ, 2006 წელს ესპანეთმა ფინალში საბერძნეთს მოუგო. არგენტინამ კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მეორედ მოიპოვა - 2002 წელს სამხრეთ ამერიკელები ფინალში იუგოსლავიასთან დამარცხდნენ.

🇪🇸 THE FIBA BASKETBALL WORLD CUP CHAMPIONS! 🏆 After 13 years, Baloncesto España 🇪🇸 are back on top of the world! 👏 #EspañaGotGame #FIBAWC

Gepostet von FIBA Basketball World Cup am Sonntag, 15. September 2019
скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა