ერნანდესი: ,,ჩვენ არ წაგვიგია ოქრო, ჩვენ მოვიგეთ ვერცხლი''


Loading...

არგენტინის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო ერნანდესმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩვენ ჩემპიონატზე მშვენივრად ვიასპარეზეთ, დავამარცხეთ სერბეთი, საფრანგეთი, რუსეთი - ბევრი ტოპ დონის გუნდი. ვთამაშობდით ძალიან კარგად, ამიტომ ფინალური მატჩი, ალბათ, მალე უნდა დავივიწყო. ჩემი აზრით, ჩვენ ვერცხლის მედალი მოვიგეთ, ოქროს მედალი არ დაგვითმია. ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი კალათბურთელებით ვამაყობ. ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან.
ესპანეთმა შესანიშნავად ითამაშა, ჩვენზე უკეთ, მათი ტაქტიკა სრულყოფილი იყო. მათ დიდებული კალათბურთელები ჰყავთ. ჩვენ ვეცადეთ, არანაირი თავის გამართლება.  ჩემი ნაკრები დაღლილი არ ყოფილა, მოგება გვინდოდა, მაგრამ ეს კალათბურთია. თუ შენ მეტოქეზე უკეთ თამაშობ, იგებ, ესპანეთი კი დღეს უკეთესი გუნდი იყო.'' - ერნანდესის სიტყვებს Eurohoops-ი ციტირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის, ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 95-75 დასრულდა.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა