გასოლი: ,,ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატია''


Loading...

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრმა, მარკ გასოლმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:
,,კარგი სამი თვე გამოვიდა... მე ძალიან ბედნიერი და იღბლიანი ვარ. გამიმართლა, რომ აქ აღმოვჩნდი. მზე ისევ ამოვა, დედამიწა სვლას განაგრძობს, ჩვენ კი მსოფლიო ჩემპიონები გავხდით.''
კითხვას ითამაშებენ თუ არა ძმები გასოლები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მარკმა უპასუხა: ,,კარიერის ამ ეტაპზე არაფერი არ იცი. შენ გინდა, რომ იქ იყო, შენ იმედოვნებ, რომ იქ იქნები, მაგრამ ვერავის ვერაფერს დაპირდები. ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატია.'' - გასოლის სიტყვებს Eurohoops-ი ციტირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის, ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 95-75 დასრულდა. 
მარკ გასოლი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ცენტრი გახდა პირველი კალათბურთელი ლამარ ოდომის (2010) შემდეგ, რომელმაც ერთ წელს NBA და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა