ბურჯანაძის 9 ქულა ხეტაფეს თასის წაგებულ ფინალში


Loading...

ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ამ ქვეყანაში აქტიური მოსამზადებელი პერიოდია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტურნირები იმართება. გუშინ გათამაშდა ხეტაფეს თასი, რომლის ფინალშიც “ესტუდიანტესმა” დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, ხუან პალაციოს 2 სამქულიანით აჯობა ბექა ბურჯანაძის გრანკანარიულ “ჰერბალაიფს” – 77:74.
ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 19:32 წუთი გაატარა. ბექამ 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. საბოლოო ჯამში ქართველმა ფორვარდმა 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გრანკანარიელთაგან 5 ქულით ბომბარდირი მეთიუ კასტელო გახდა. გამარჯვებულებს კი 17 ქულით ზემოთხსენებულმა ხუან პალაციომ ულიდერა.
gbf.geскачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა