თქვენი სარეკლამო ადგილი

ბურჯანაძე ლიგა ენდესადან გავარდა

„გიპუსკოამ“, სადაც ბექა ბურჯანაძე გამოდის, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში სახლში მადრიდის „რეალთან“ 76:95 წააგო და ქვედა ლიგაში გავარდა. 
განვლილ შეხვედრაში ბურჯანაძემ სასტარტოში ითამაშა და პარკეტზე 29:52 წუთი გაატარა.
მან თავი 13 ქულას, 9 მოხსნას და ერთ შედეგიან პასს მოუყარა.
საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდმა 8-დან 3 სამქულიანი და სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო. თუმცა, „გიპუსკოასთვის“ თამაშის მოსაგებად მხოლოდ მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა