თქვენი სარეკლამო ადგილი

მერაბ შარიქაძე: „რუსეთთან გამარჯვების შემდეგ ყველაზე მეტად გეამაყება ქართველობა"

პირველმა არხმა საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავს  სპეციალურ სატელევიზიო გადაცემა მიუძღვნა, სადაც სტუმრად ბორჯღალოსანთა კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იმყოფებოდა.
მერაბ შარიქაძე:
„26 მაისი ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია და ვულოცავ სრულიად საქართველოს.
ჩვენთვის, ნაკრებში მოთამაშე ნებისმიერი სპორტის სპორტსმენისთვის ნაკრებზე დიდი არაფერი არის. ყოველთვის, ყველაფერს საბოლოოდ იმიტომ აკეთებ, რომ ნაკრებში მოხვდე, შენი ქვეყანა ასახელო. 
ნაკრების ბოლო თამაშზე გვეცვა მაისურები, სადაც სიმბოლურად საქართველოს რუკა იყო გამოსახული, მთლიანი, მოკლებული ტერიტორიების გარეშე. ყოველ ჯერზე, ყველა სპორტის სახეობაში, ვცდილობთ,  სიმბოლურად ხაზი გაესვას, რომ საქართველო არის მთლიანი და არა დანაწევრებული.
ყველა დიდი მიღწევის დროს არის სიამაყის გრძნობა, თუმცა რუსეთთან  გამარჯვების მერე ყველაზე მეტად იგრძნობა, რომ გეამაყება ქართველობა, გეამაყება გამარჯვება, რადგან რეალურად, ქართველს ხალხს ეს უხარია".скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა