ტორონტომ ნიქსს 28 ქულით მოუგო - კანადურ გუნდს სიაკამმა ულიდერა



ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაციის მოქმედმა გამარჯვებულმა, ტორონტო რაპტორსმა, ნიუ იორკ ნიქსს 126-98 მოუგო.
ტორონტოს შემადგენლობაში საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო. ფორვარდმა 31 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ტორონტოს რიგებში 10-ზე მეტი ქულა ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა ჩააგდო.
ნიუ იორკის რიგებში ჯულიუს რენდლი (19 ქულა, 8 მოხსნა) და როუან ალექსანდრ ბარეტი (16 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი) გამოირჩნენ.
17 მატჩის შემდეგ ტორონტოს 13 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. ნიუ იორკი კი 4 მოგებითა და 14 მარცხით ამავე კონფერენციაში მეთოთხმეტეა.[media=]скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა