შენგელიას ბასკონია პანათინაიკოსთან განადგურდა



ევროლიგის მე-11 ტურში ,,პანათინაიკოსმა'' ,,ბასკონიას'' უმასპინძლა და 32-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 100-68 დაამარცხა. რიკ პიტინოს გუნდმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო.
,,პანათინაიკოსის'' შემადგენლობაში ჯიმერ ფრედეტი გამოირჩა, ამერიკელმა 28 წუთში 21 ქულა, 5 ასისტი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 12 ქულა, 9 პასი, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო ნიკ კალატესის ანგარიშზე.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 29 წუთში 11 ქულას, 6 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, ფორვარდმა 7-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულა და 4 ასისტი მოაგროვა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა.
,,ბასკონია'' 5 მოგებითა და 6 წაგებით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა, ,,პანათინაიკოსი'' კი 7 მოგებითა და 4 მარცხით მეექვსეა.
შენგელიას გუნდი მომავალ შეხვედრას 7 დეკემბერს, ,,ეფესის'' წინააღმდეგ გამართავს.[media=]скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა