შეინ ლარკინის საუკუნის მატჩი - ამერიკელმა ბაიერნთან ევროლიგის რეკორდი დაამყარა



ევროლიგის მე-11 ტურში ,,ანადოლუ ეფესმა'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' უმასპინძლა და 29-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104-75 დაამარცხა.
ისტორიული მატჩი ჩაატარა ეფესის გამთამაშებელმა, შეინ ლარკინმა, რომელმაც 31 წუთში 49 ქულა მოაგროვა, რაც ევროლიგის ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ამერიკელმა 12-დან 10 სამქულიანი ჩააგდო და ენდრიუ გუდლოკის რეკორდი გაიმეორა. ლარკინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 53 შეადგინა.
,,ბაიერნის'' რიგებში 20 ქულით, 4 მოხსნით, 3 ასისტითა და 1 ჩაჭრით ვლადიმირ ლუჩიჩი გამოირჩა.
,,ეფესი'' 9 მოგებითა და 2 მარცხით ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,ბაიერნი'' კი 4 მოგებითა და 7 წაგებით მე-16 ადგილს იკავებს.скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა