ბითაძე ორ მოხსნას დასჯერდა



„ინდიანა პეისერსმა“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.
ინდიანელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლეს და ოვერტაიმში 105:14 აჯობეს.
ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ძალიან ცოტა ხანი ათამაშეს. მან მოედანზე 4:13 წუთი დაჰყო და ქულა არ მოუპოვებია, მხოლოდ 2 მოხსნა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ატლანტელი ტრეი იანგი გახდა, რომელმაც თავი 49 ქულა მოუყარა.
მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ჯერემი ლემბმი იყო, რომელმაც 20 ქულა  დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა ლიტუაელმა დომანტას საბონისმა - 17 ქულა და 12 მოხსნა. ინდიანას ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერის ანგარიშზეც 17 ქულაა.
„ინდიანა" 18 მატჩში მოპოვებული 12 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 1 დეკემბერს სტუმრად „ფილადელფიასთან" ჩაატარებს. скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა