ინდიანას 5-მატჩიანი მოგებათა სერია ფილადელფიასთან შეწყდა - ბითაძემ 5 წუთი ითამაშა



ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის ინდიანამ 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. პეისერსმა ფილადელფიასთან 119-116 წააგო.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 5 წუთი და 21 წამი გაატარა. ამ დროში მან 2 მოხსნა მოაგროვა. მის გუნდში კი საუკეთესოები ტიჯეი უორენი (29 ქულა, 4 მოხსნა) და მალკოლმ ბროგდონი (28 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა) იყვნენ.
ფილადელფიას ჟოელ ემბიდმა ულიდერა. სიქსერსის ცენტრმა მატჩი 32 ქულით, 11 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. ბენ სიმონსი 15 ქულით, 13 პასით, 6 მოხსნითა და 4 ჩაჭრით გამოირჩა.
ინდიანა პეისერსი 12 მოგებითა და 7 წაგებით დასავლეთში მეექვსეა, ხოლო ფილადელფია 14 მოგებითა და 6 მარცხით - მეხუთე.[media=]скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა