შენგელიას „ბასკონიას“ უიღბლო კვირა


Загрузка...

„ბასკონიასთვის“, რომელსაც თორნიკე შენგელია კაპიტნობს მიმდინარე კვირა უიღბლო აღმოჩნდა.
ევროლიგაში სტუმრად „პანათინაიკოსთან“ 32 ქულის სხვაობით წაგების შემდეგ, ვიტორიელები ესპანეთის ჩემპიონატში გასვლაზე „ანდორასთან“ 82:97 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მხოლოდ 9 ქულა მოაგროვა, რაც ამ სეზონში მისი თამაშიდან გამომდინარე უჩვეულოა.
თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ჩაუგდო. მან ბურთი 4-ჯერ მოხსნა და ერთი გადაცემაც მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის მეტ ჯენინგის ანგარიშზე 12 ქულაა.
„ბასკონიამ“ ჩემპიონატში მე-6 მატჩი წააგო და მე-11 ადგილზეა. ვიტორიელები მომდევნო ტურში „ხუვენტუტ ბადალონას“ უმასპინძლებენ.скачать dle 12.1

Loading...



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

პროგნოზები

სტატისტიკა