მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი სეზონში


Загрузка...

სანდრო მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ამერიკის სტუდენტური ლიგის მატჩში ქართველი ფორვარდის “სეტონ ჰოლი” სტუმრად აიოვას უნივერსიტეტს შეხვდა და 84:76 დაამარცხა. 
მამუკელაშვილმა მოედანზე 33 წუთი გაატარა და გუნდს 18 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
სანდროზე შედეგიანი მხოლოდ მაილს პაუელი იყო, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, თუმცა კი, თამაშიდან 10 ტყორცნა გაუცუდდა და სარგებლიანობის კოეფიციენტი ჩვენებურზე უარესი ჰქონდა.
სეტონ ჰოლი მეტოქეს დიდი ხნის განმავლობაში ჩამორჩებოდა, გადამწვეტი კი 10-ქულიანი გაქცევა აღმოჩნდა, რომელიც საფინალო სირენამდე ხუთიოთ წუთით ადრე, სანდროს ზუსტ სამქულიანს მოჰყვა. მიმდინარე სეზონში სეტონჰოლელ პირატებს 6 მოგება და 2 მარცხი აქვთ. მორიგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი კვლავ აიოვას უნივერსიტეტთან, ამჯერად მშობიურ ნიუ ორანჟში, 9 დეკემბერს გამართავს.
gbf.geскачать dle 12.1

Loading...



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

პროგნოზები

სტატისტიკა