ლეიკერსის მოგებათა სერია დალასმა შეწყვიტა


,,ლოს ანჯელეს ლიეკერსის'' 10-მატჩიანი მოგებათა სერია ,,დალას მავერიქსთან'' შეხვედრაში შეწყდა. ვოგელის გუნდი ტეხასელებთან 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 100-114 დამარცხდა. მატჩში გადამწვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ,,დალასმა'' 18 ქულით მოიგო.
,,ლეიკერსის'' შემადგენლობაში 25 ქულით, 9 მოხსნით, 8 ასისტითა და 4 ჩაჭრით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ენტონი დევისმა - 27 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა.
,,მავერიქსს'' ტრადიციულად ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, სლოვენიელს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა - 27 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა. 15 ქულა და 6 მოხსნა იყო კრისტაპს პორზინგისის ანგარიშზე.
,,ლეიკერსი'' 17 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციის პირველ პოზიციაზეა, ,,დალასი'' კი 13 გამარჯვებითა და 6 წაგებით მე-4 ადგილს იკავებს.[media=]скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა