მე-2 150-ქულიანი მატჩი სეზონში - კლიპერსმა ვაშინგტონი გაანადგურა


Загрузка...

,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა'' საკუთარ არენაზე ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. დოკ რივერსის გუნდმა ,,ვაშინგტონ უიზარდს'' უმასპინძლა და 25-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 150-125 დაამარცხა. ლოს ანჯელესურმა გუნდმა მეტოქეს მხოლოდ ერთი მეოთხედი დაუთმო.
,,კლიპერსს'' კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც 26 წუთში 34 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 31 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება იყო პოლ ჯორჯის ანგარიშზე.
,,ვაშინგტონის'' შემადგენლობაში 30 ქულით, 9 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით რუი ჰაჩიმურა გამოირჩა. 23 ქულას, 11 ასისტს, 5 მოხსნასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი ბრედლი ბილმა.
,,კლიპერსი'' 15 მოგებითა და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა, ,,უიზარდსი'' კი 6 მარცხითა და 12 მოგებით აღმოსავლეთში მეთერთმეტეა.[media=]скачать dle 12.1

Loading...



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

პროგნოზები

სტატისტიკა