ბურჯანაძის 8 ქულა ფუენლაბრადასთან მოგებულ მატჩში


Загрузка...

წარმატებულ სეზონს ატარებს ბექა ბურჯანაძე და მისი “გრან კანარია”. ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში კუნძულელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. “გრან კანარიამ” “ფუენლაბრადას” უმასპინძლა და დამაჯერებლად – 102:78 დაამარცხა.
ერესოა, რომ პირველი ტაიმის მერე მასპინძლები 1 ქულით აგებდნენ, შესვენების შემდეგ კი, მათი უპირატესობა აშკარა გახდა და საბოლოოდ, 24 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგითა სკამიდან ჩაერთო და 19:27 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ბექამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ასანიშნავია ისიც, რომ ქართველი ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში, გრან კანარიამ მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო.
კანარელთაგან მინიმუმ 7 ქულა ერთბაშად 9 კალათბურთელმა ჩააგდო, რაც კარგ გუნდურ თამაშზე მიუთითებს. ყველაზე შედეგიანი ჯონ შურნა იყო 18 ქულით.
გრან კანარია 6 მოგებითა და 5 მარცხით მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 დეკემბერს, მალაგაში, უნიკახასთან ჩაატარებს.скачать dle 12.1

Loading...



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

პროგნოზები

სტატისტიკა