სანაძის 14 ქულა და ზედიზედ მეორე მარცხი პორტუგალიაში


Загрузка...

დუდა სანაძის ოლივეირენშემ სამდღიანი პერიოდის განმავლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის ორ ლიდერთან ითამაშა და ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდმა ნოემბრის მიწურულს პორტუსთან 71:81 წააგო, დღეს კი, ლისაბონში სპორტინგს დაუპირისპირდა, პირველ მეოთხედში 9:27 განადგურდა და საბოლოო წარმატების შანსი არ ჰქონია – 70:94.
სანაძემ მოედანზე 29:17 წუთი გაატარა და 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ოლივეირენშეს ათ ტურში 7 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში სწორედ ხსენებულ პორტუს და სპორტინგს ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი, 8 დეკემბერს, შინ ილიაბუმთან ჩაატარებს.
gbf.geскачать dle 12.1

Loading...



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

პროგნოზები

სტატისტიკა