ნოვიცკი: ,,ვფიქრობდი, რომ მეორე სეზონი დონჩიჩისთვის უფრო რთული იქნებოდა''


Загрузка...

,,დალას მავერიქსის'' ლეგენდამ, დირკ ნოვიცკიმ, ლუკა დონჩიჩზე ისაუბრა:
,,სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მეორე სეზონი ლუკასთვის უფრო რთული იქნებოდა. მას შემდეგ, რაც დონჩიჩს სამმაგი დუბლებით შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მეგონა, რომ სხვა გუნდები მას სერიოზულ ყურადღებას მიაქცევდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ლუკა უკეთესი გახდა.
როგორც ჩანს, შევცდი, ექსპერტებიც კი ცდებიან. დონჩიჩი ფანტასტიკურად თამაშობს.'' - ნოვიცკის სიტყვებს Usa Today ციტირებს.
დონჩიჩი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში საშუალოდ 30.8 ქულას, 9.9 მოხსნას, 9.6 ასისტსა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს.скачать dle 12.1

Loading...



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

პროგნოზები

სტატისტიკა