მილუოკიმ ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო - ბაქსს იანისმა ულიდერა


ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო მილუოკიმ. დღეს ბაქსმა ნიუ იორკ ნიქსს 44-ქულიანი სხვაობით, 132-88 მოუგო.
შეხვედრაში საუკეთესო მილუოკის ბერძენი ფორვარდი, იანის ანტეტოკუმპო, იყო. მან 22 წუთში 29 ქულა, 15 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 19 ქულითა და 5 მოხსნით დიჯეი უილსონი გამოირჩა, ხოლო კრის მიდლტონს 16 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა.
ნიუ იორკ ნიქსის ბომბარდირი ჯულიუს რენდლი იყო. მან შეხვედრა 19 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. 15 ქულა ჰქონდა დემიენ დოტსონს.
18 მოგებითა და 3 მარცხით მილუოკი ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ნიუ იორკი ამავე კონფერენც[media=]იაში ბოლო ადგილზეა.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა