გოგა 3 წუთი ათამაშეს - ინდიანამ მემფისს მოუგო


NBA-ში მე-13 შეხვედრა მოიგო ინდიანა პეისერსმა. დღეს გოგა ბითაძის გუნდი მემფისს ესტუმრა და 104-117 იმარჯვა.
გოგამ 2 წუთი და 55 წამი ითამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 2 პერსონალური ჯარიმის მიღება მოასწრო. მის გუნდში საუკეთესო 18 ქულით, 14 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით დომანტას საბონისი იყო. 19 ქულით, 9 პასითა და 6 მოხსნით მალკოლმ ბროგდონი გამოირჩა.
მემფისის რიგებში 31 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით საუკეთესო ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი იყო. 22 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი ჰქონდა სოლომონ ჰილს.
ინდიანა 13 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსეა, ხოლო მემფისი დასავლეთში მე-14 ადგილს იკავებს.[media=]скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა