შაფათავა საზღვარზე გააჩერეს:''გეგონება კოკაინი გადამქონდა''


დაახლოებით ორი კვირის უკან ქართველმა  ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ წყვილებში ბრიტანელ ემილი ვებლი სმითთან ერთად პორტუგალიაში ორი 25.000-იანი ტურნირი მოიგო, შემდეგ კი ორივე მათგანი ისრაელში გაემგზავრა. სოფია შაფათავა ისრაელის საზღვარზე გააჩერეს. ამასთან დაკავშირებით ქართველმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა.
სოფია შაფათავა: ''მინდა დავწერო პოსტი, დიდი ხანია მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენ საზღვარზე აბსოლუტურად ყველას უპრობლემოდ ვატარებთ საქართველოში და ჩვენ ყველგან გვასაზიზღრებენ... ვთვლი, რომ უსამართლობაა ყველგან ვიზას, რომ ვაკეთებთ და ჩვენთან დასეირნობს ყველა სურვილისამებრ. გუშინ ჩამოვედი ისრაელში პროფესიონალი სპორტსმენი. ჩამოვფრინდი შეჯიბრზე, მოგებული შეჯიბრის შემდეგ ოფიციალური მოწვევით, სასტუმროთი, უკანა ბილეთით, ხარჯთაღრიცხვით. 6 საათი დამსვეს საზღვარზე. წაიღეს ჩემი პასპორტი, არც არაფერი მითხრეს რატომ, არც რისთვის. ჩამაგდეს ამოხუთულ ოთახში, არანაირი საკვები ან დასალევი. წყალიც კი არა... 6 საათის მერე ჩვეულებრივი კრიმინალივით დამკითხეს. ისე დამაკავეს გეგონება ამწამს ვიყავი ციხეში.
მადლობა ჩემს მეწყვილეს, ემილის, რომელმაც ჩემთან ერთად გაათენა და უბრალოდ პრინციპის გამო არ დამტოვა მარტო და ჩემთან იწვალა, როდესაც შეეძლო 2 წუთში გასულიყო, ბრიტანელია და რა თქმა უნდა ჩვენგან განსხვავებით ადამიანებივით ექცევიან. მაგრამ დარჩა, იმიტომ რომ ისე გამაჩერეს გეგონება კოკაინი გამქონდა. ემილიმ ძალიან ინერვიულა.
ეხლა შეკითხვა, ამდენი მგზავრობის შემდეგ, ყველანაირი საბუთით და დასტურით, რომ არ მჭირდება არც აქ დარჩენა და არც არაფერი, 6 დღით ვარ სულ. ჩვეულებრივ ტურისტ ქართველებს რას უშვებიან. რატომ, უბრალოდ რატომ ჩვენ ყველას ვუშვებთ ჩვენს ქვეყანაში შეკითხვას გარეშე. ამას არ ჰქვია უვიზო რეჟიმი, ამას ჰქვია დამცირება, ჯობია ისევ ვიზა დააბრუნონ.''скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა