სარი იუვეს კალენდრით უკმაყოფილოა - „ბოლო მატჩში შესაძლოა 23-წლამდელთა გუნდი გამოვიყვანო"


ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ „ბებერი ქალბატონის“ კალენდართან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. „ბიანკონერის“ თავკაცი „კალიარისთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, DAZN-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს დასვენება სჭირდება.
„პრობლემა ისაა, რომ იუვენტუსი მთელი ევროპის მასშტაბით ერთადერთი გუნდია, რომელმაც 12 დღის განმავლობაში 5 მატჩი ჩაატარა. ვნახოთ, ხვალ ფეხბურთელები რა კონდიციებში იქნებიან და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, საჭირო იქნება თუ არა შაბათს გასამართ შეხვედრაში მოედანზე იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდის გამოყვანა.
მოტივაციისა და თავდადების მხრივ კალიარისთნ დაპირისპირება განსხვავებული იყო და მისი მიმდინარე სეზონის სხვა მატჩებთან შედარება არ შეიძლება. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ სწრაფ პასებს ვერ ვაკეთებდით, რამაც მეტოქეს საქმე გაუადვილა.
ტრავმების გამო საკუთარ სახლში იუვენტუსის 9 ფეხბურთელი დარჩა და ბუნებრივია, ლიონთან მატჩის წინ გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება. ვნახოთ, ვინ გამოჯანმრთელდება და ფრანგებთან ვინ ითამაშებს“.
ცნობისთვის, „იუვენტუსი“ „კალიარისთან“ 2-0 დამარცხდა. „ლიონთან“ მატჩს რაც შეეხება, „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრას 7 აგვისტოს გამართავს და ფრანგულ გრანდს საკუთარ კედლებში შეერკინება.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა