Sky Sports - არსენალი გრილიშით დაინტერესდა



ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports იტყობინება, რომ ლონდონის „არსენალის“ ყურადღების ცენტრში „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი, ჯეკ გრილიში მოექცა.
„მეთოფეებს“ ბირმინგემული კლუბისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა ინტერესი სერიოზულია და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
„ასტონ ვილა“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის გასხვისებას არ გეგმავს და მას მინიმუმ 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს. Sky Sports წერს, რომ გრილიში პრემიერ ლიგის რამდენიმე გრანდის რადარზეა, მაგრამ ისინი ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ და ტრანსფერის გაჩარხვა დაახლოებით 50-60 მილიონი ფუნტი სტერლინგის ფარგლებში სურთ.
ამ მხრივ გამონაკლისი არც „არსენალია“ და „მეთოფეებს“ გრილიშის გადაბირება ძალიან გაუჭირდებათ. თანაც არტეტას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, რაც ლონდონელთა შანსებს ერთიორად ამცირებს.
გრილიშს სხვადასხვა დროს „მანჩესტერსა“ და „ჩელსის“ უკავშირებდნენ, თუმცა ამ ზაფხულს „ასტონ ვილას“ ფეხბურთელის შეძენას არცერთი მათგანი შეეცდება. Sky Sports-ის მიხედვით, „წითელი ეშმაკები“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქცენტს ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე გააკეთებენ. „ლურჯების“ მთავარი სამიზნე კი კაი ჰავერცი გახლავთ.скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა