კასილასის მეუღლეს სიმსვინმე დაუდგინეს და ოპერაცია უკვე ჩაუტარდა


როგორც მოგეხსენებათ იკერ კასილასმა რამდენიმე კვირის წინ გულის შეტევა გადაიტანა და მას საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწია.
როგორც ჩანს, იკერის ოჯახში ეს ყველაზე დიდი გასაჭირი არ არის და ლეგენდარულ გოლკიპერს გაცილებით დიდ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს.
დღეს კასილას მეუღლემ სარა კარბონერომ განაცხადა, რომ მას სიმსივნე აქვს.
"წინა პრობლემიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულვართ და ცხოვრებამ ისევ გაგვაკვირვა. ამჯერად ეს მე მეხება. მიმძიმს ამის დაწერა, რამდენიმე დღის წინ დაადგინეს, რომ საკვერცის სიმსივნე მაქვს და ოპერაცია უკვე გამიკეთდა.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საბედნიერო დაავადება ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინეთ. მკურნალობა კიდევ რამდენიმე თვით მომიწევს.
თავს მშვიდად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, რომ რთული გზის გავლა მომიწევს და ამაში ოჯახი, მეგობრები და შესანიშნავი სამედიცინო პერსონალი დამეხმარება". - დაწერა სარა კარბონერომ ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ სარა კარბონერო ცნობილი ესპანელი ტელეწამყვანი იყო. მას და იკერს 2 შვილი ჰყავთ.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა