თქვენი სარეკლამო ადგილი

ვან გაალი დე იონგის ბარსაში ტრანსფერზე: ,,მას უკეთესი ვარიანტის პოვნაც შეეძლო''

ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუის ვან გაალი მიიჩნევს, რომ ფრენკი დე იონგისთვის ,,ბარსელონაში'' გადასვლა საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა:
,,ვფიქრობ, დე იონგს უკეთესი ვარიანტის პოვნაც შეეძლო. ჩემი აზრით, მას ,,ბარსელონაში'' გაუჭირდება. არამხოლოდ იმიტომ, რომ ის შეიძლება გუნდს ვერ შეეგუოს, არამედ იმიტომაც, რომ მას სხვა ფეხბურთელებთან კონკურენცია მოუწევს.
ფრენკის გაუმართლა, რომ ,,ბარსელონა'' ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდა, რადგან ახლა გუნდის სტატუსი ცოტათი განსხვავებულია. ვფიქრობ, დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა იგივეს თქმა შემიძლია რაკიტიჩზეც. ასევე, როცა ,,იუნაიტედის'' მწვრთნელი ვიყავი, არტურო ვიდალის ყიდვა მსურდა.
ჩემი აზრით, როცა ფეხბურთელი უნდა გადავიდეს ისეთ გუნდში, სადაც სათამაშო დრო ყოველთვის ექნება.'' - განაცხადა ვან გაალმა Fox Sports-ის ეთერში.
21 წლის ჰოლანდიელი ზაფხულში ,,ბარსელონასთან'' კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც ის გუნდში 2024 წლამდე ითამაშებს. კატალონიელებს დე იონგის ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდათ. კიდევ 11 მილიონ ევროს ,,აიაქსი'' ბონუსის სახით მიიღებს.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა