თქვენი სარეკლამო ადგილი

ოფიციალურად: რეხვიაშვილი ისევ საბურთალოელია

გიორგი რეხვიაშვილი თბილისის „საბურთალოში“ დაბრუნდა. 
საბურთალოელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 31 წლის მცველმა კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. 
გიორგი რეხვიაშვილი: „სამედიცინო შემოწმება გავიარე. მოხარული ვარ, რომ ჯანმრთელად ვარ. დავბრუნდი კლუბში, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. 
2018 წელს სწორედ „საბურთალოს” შემადგენლობაში გავხდი ქვეყნის ჩემპიონი. გასულ წელს დაძაბული პირველობა იყო, მიზანი ჩემპიონობა და ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში იყო, რაც შევასრულეთ. 
„საბურთალო” ჩემთვის უცხო არაა, ვიცი კლუბის მიზნები და გეგმები. ვიდრე საბერძნეთში ვთამაშობდი, სისტემატურად ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატს. „საბურთალო” აგრძელებს წარმატებით ასპარეზობას. 
ვეცდები, გუნდის წინსვლაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო და დავეხმარო, როგორც ჩემპიონობის მოპოვებაში, ასევე ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლაში”.
ცენტრალურმა მცველმა შარშან „საბურთალოში“ 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
მან საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლები მოიგო. 
რეხვიაშვილი ზამთარში საბერძნეთის „ლევადიაკოსში“ გადავიდა, სადაც 10 შეხვედრაში ითამაშა. 
„ლევადიაკოსის“ საბერძნეთის სუპერლიგიდან გავარდნის შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდა. скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა