თქვენი სარეკლამო ადგილი

რანგნიკმა ლაიფიციგი ოფიციალურად დატოვა

რალფ რანგნიკმა „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა, იუწყება კლუბის პრესსამსახური. 
60 წლის გერმანელი სამუშაოდ კომპანია ღედ Bულლ-ში გადავა, სადაც ფეხბურთისა და სპორტისა განვითარების განყოფილების თავჯდომარის თანამდებობაზე იმუშავებს. 
ამასთანავე, რანგნიკი „ლაიფციგის“ მრჩეველად დარჩება.
მომავალ სეზონში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი იქნება, რომელიც მანამდე „ჰოფენჰაიმს“ თავკაცობდა.  
გარდა ამისა, „ლაიფციგს“ ახალი სპორტული დირექტორიც ეყოლება - მარკუს კრეშე, რომელსაც ანალოგიური თანამდებობა „პადერბორნში“ ეკავა. 
გასულ სეზონში „ლაიფციგმა“ ბუნდესლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. 
გერმანიის თასის ფინალში „ლაიფციგი“ მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:3 დამარცხდა. скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა